იურიდიულ კომპანია "კონსულტანტში" გაერთიანებული არიან პროფესიონალი იურისტები და ეკონომისტები,რომელთა ცოდნა,მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის გამოძებნასა და მათ წარმატებით დასრულებას.
Friday, July 2, 2010
ცვლილებები საგადასახადო ინსპექტორის უფლებამოსილებასაც შეეხო
დღეს საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია დარღვევის შემჩნევისას საჯარიმო სანქციას მიმართოს. ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ის უკვე ადგილზე გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა მეწარმე, შედარებით მცირე გადაცდომისთვის. შესაბამისად გაეზრდება პასუხისმგებლობაც.
ზედმეტი გადასახადის დაკისრების გამო,საგადასახადო ინსპექტორი პასუხს აგებს. საგადასახადო რეჟიმი მარტივდება ინვესტორისთვის. კოდექსში შედის ევროდირექტივების ნაწილი, რის შედეგადაც ინვესტორი უპრო მეტად იქნება დაცული. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ცვლილებების მიზანია ინვესტორების შემოდინება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment