Friday, July 2, 2010

ცვლილებები მცირე და მიკრო ბიზნესისთვის

მცირე და მიკრო ბიზნესისთვის შემდეგი ცვლილებებია მოსალოდნელი: 1)მიკრობიზნესი, 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვით, მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან ( მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარემოვაჭრეები და სხვა ). სანაცვლოდ ისინი მეწარმე სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. ცვლილების მიზანი მიკრობიზნესის "გათეთრებაა". 2) მცირე ბიზნესი, წლიური ბრუნვით 30–დან 200 ათას ლარამდე, მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გადაიხდის. განაკვეთი 3% და 5% იქნება. 3%–ით დაბეგრავენ მცირე ბიზნესს, თუ ის ხარჯების 60%–ის დოკუმენტურად დადასტურებას შეძლებს. ამით მცირე ბიზნესს შემოსავლების გათეთრების მოტივაცია გაუჩნდება. ბრუნვის 3%–ს გადაიხდის მცირე ბიზნესი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქმიანობს და ზონის მფლობელი დარეგისტრირებულია,როგორც გადასახადის გადამხდელი. მიკრობიზნესის მქონე პირს საკონტროლო სალარო აპარატის ქონა არ ევალება. მას დარეგისტრირებასა და შესაბამის სერთიფიკატს მოსთხოვენ. გარდა ამისა, სპეციალური კანონქვემდებარე აქტით, მთავრობამ შესაძლოა გადასახადისა და შესაბამისად, სალარო აპარატის გამოყენებისგან გაათავისუფლოს რამდენიმე დარგში მომუშავე პირები, მაგალითად,რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და სხვა, რომელთა შემოსავლები დღეს ვერ აღირიცხება. წინასწარი ინფორმაციით, სერთიფიკატის აღებას მათაც მოსთხოვენ. მცირე მიზნესის წარმომადგენლებს კი, ბრუნვის დასათვლელად, საგადასახადო ჩეკების წარდგენას მოსთხოვენ,შესაბამისად,მათ სალარო აპარატით სარგებლობის ვალდებულება კვლავაც დარჩებათ. ვისაც სალარო აპარატის არქონის გამო წლის განმავლობაში სამჯერ დააჯარიმებენ, მცირე ბიზნესის სტატუსი მოეხსნება, ეს კი სპეციალური ანუ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმიდან გამოყვანის საფუძველი გახდება.

No comments:

Post a Comment