Friday, July 2, 2010

რატომ იქნება ახალი საგადასახადო კოდექსი "რევოლუციური" ?!

ახალ საგადასახადო კოდექსს,რომელიც ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს,ბიზნესმა უკვე უწოდა "რევოლუციური".ფინანსთა სამინისტრომ კოდექსის 98% ხელახლა დაწერა და ზოგიერთი მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე, შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა.პრემიერ–მინისტრმა საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი ბიზნესმენებს დაურიგა,რათა გაეცნონ, თავიანთ ბუღალტრებს წააკითხონ და შენიშვნები ისევ მთავრობას მოახსენონ. ამის შემდეგ ის დასამტკიცებლად პარლამენტში შევა.პრემიერის თქმით იანვარს არ დაელოდებიან და კოდექსის ზოგიერთ მუხლს აგვისტოსა და სექტემბრამდე შეცვლიან. "მოქმედ კოდექსში უამრავი ცვლილება შედიოდა,მაგრამ ამას აზრი არ ქონდა,საჭირო იყო ფუნდამენტურად ახალი დოკუმენტი",–განაცხადა პრემიერმა გილაურმა ბიზნესმენებთან კოდექსის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაციისას.ბუნებრივია,სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შევა,მაგრამ ცნობილია ისიც,რაც აღარ შეიცვლება.

No comments:

Post a Comment