იურიდიულ კომპანია "კონსულტანტში" გაერთიანებული არიან პროფესიონალი იურისტები და ეკონომისტები,რომელთა ცოდნა,მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის გამოძებნასა და მათ წარმატებით დასრულებას.
Thursday, July 1, 2010
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ფონდისგან ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა. ხარისხის ფონდმა 2010 წელს კომპანიაში სპეციალური კვლევა ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის განყოფილების შესწავლა მოხდა. თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კომპანია, თბილისის ხარისხის ფონდის განცხადებით, კვალიფიციური პერსონალითა და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
თბილისის ხარისხის ფონდის დირექტორის – ბატონ გრიგოლ კუნჭულიას განცხადებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შეფასებისას გამოყენებულ იქნა მისტიური კლიენტის მეთოდი თავდაპირველად, შემდგომ როცა მათ მიიღეს მისტიური კლიენტისგან დადებითი შეფასებები, გადაწყვიტეს უკვე განყოფილებების და მიმართულებების შეფასება.
"ჩვენი მიზანია თანამედროვე მსოფლიო დონის სტანდარტების დონეზე ავიყვანოთ ჩვენი დაწესებულება და ვაწარმოოთ ის ღონისძიებები, რაც საჭირო იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად" – განაცხადა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment