Friday, July 16, 2010

საოჯახო დავები

თქვენი ოჯახის ადვოკატი უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინტერესების დაცვას და მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარების აღმოჩენას 24 საათის განმავლობაში.

Wednesday, July 7, 2010

სრული ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება

კომპანია უზრუნველყოფს თქვენთვის სრული ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების გაწევას. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი წარმოადგენს თქვენს ინტერესებს საგადასახადო დავებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, დაგეხმარებათ საქმეზე თქვენთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოტანაში.

Friday, July 2, 2010

საშემოსავლო გადასახადს ცვლილებები არ შეეხება

2011 წლიდან მთავრობა საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 20%–დან 18%–მდე უნდა შემცირებულიყო, აღარ შეამცირებს. მიზეზად ის ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას ასახელებს. "რევოლუციური" კოდექსის სანაცვლოდ, შეღავათიანი საგადასახადო კანომდებლობის დამრღვევებისათვის, სოლიდური ჯარიმა იქნება.

ცვლილებები საგადასახადო ინსპექტორის უფლებამოსილებასაც შეეხო

დღეს საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია დარღვევის შემჩნევისას საჯარიმო სანქციას მიმართოს. ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ის უკვე ადგილზე გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა მეწარმე, შედარებით მცირე გადაცდომისთვის. შესაბამისად გაეზრდება პასუხისმგებლობაც. ზედმეტი გადასახადის დაკისრების გამო,საგადასახადო ინსპექტორი პასუხს აგებს. საგადასახადო რეჟიმი მარტივდება ინვესტორისთვის. კოდექსში შედის ევროდირექტივების ნაწილი, რის შედეგადაც ინვესტორი უპრო მეტად იქნება დაცული. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ცვლილებების მიზანია ინვესტორების შემოდინება.

ცვლილებები საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის

საშუალო და მსხვილ ბიზნესში მოსალოდნელი ცვლილებებია: 1) ბიზნესი დღგ–ს კვარტალში ერთხელ გადაიხდის. 2) კოდექსში შევა კეთილსინდისიერი გადამხდელის, ე.წ. Good Face–ის ცნება. კარგი გადამხდელი კომპანია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მას შესაძლოა გადახდომაც აპატიონ. 3) დღგ–ით დასაბეგრი ზედა ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაიზრდება. 4) შეიცვლება ქრონომეტრაჟის წესი: საწარმოს შემოწმებისას წინა კვირის შემოსავლები მიმდინარე კვირაზე ავტომატურად არ გავრცელდება (მოქმედი კოდექსით, მაგ. რესტორნის შემოწმებისას,წინა და მიმდინარე კვირის შემოსავლებს შორის სხვაობა 10%–ზე მეტი არ უნდა იყოს.წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი შემოსავლების დამალვის მოტივით ჯარიმდება). ქრონომეტრაჟის დროს გათვალისწინებულ იქნება სეზონურობაც. 5) თუ ბიზნესი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას ელექტრონულად ფინანსთა სამინისტროს სერვერზე მოახდენს, მასთან საგადასახადო ერთკვირიან შემოწმებაზე აღარ შევა და მხოლოდ კომპლექსური შემოწმება შეეხება. 6) საწარმოს დაზიანებული,გაფუჭებული პროდუქტის ან საქონლის ჩამოწერის უფლება მიეცემა. 7) დავების საბჭოს მიერ რომელიმე კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პრეცენდენტულად გავრცელდება სხვა კომპანიაზეც. საბჭოს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება აღარ მოუწევს.ამით კომპანიების ნაწილი დავების საბჭოში კვირაობით სიარულისა და ლოდინისგან განთავისუფლდება. 8) შეიქმნება აუდიტის უმაღლესი საბჭო ხუთი წევრის შემადგენლობით. ის ზედამხედველობას გაუწევს დავების საბჭოს, რათა ფინანსთა სამინისტროს მოხელემ ბიზნესი თავისი ინტერპრეტაციით არ დააჯარიმოს. საბჭოს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. 9) საბაჟო და საგადასახადო კოდექსი გაერთიანდება. ამის შემდეგ ბიზნესს საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობის საგადასახადო ნაწილში გადატანა შეეძლება. 10) საგადასახადო ტვირთი გაეზრდება სათამაშო ბიზნესს, სპირტიანი სასმელების (ღვინის გარდა) წარმოებას და მეტად დაიბეგრება უძრავი ქონება. 11) წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება: ბიზნესი თუ ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართავს შეკითხვით, მიღებულ პასუხს იურიდიული ძალა ექნება. ცვლილებები არ შეეხება პრესას,სოფლის მეურნეობისა და რამდენიმე სხვა სექტორს. ისინი კვლავაც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

ცვლილებები მცირე და მიკრო ბიზნესისთვის

მცირე და მიკრო ბიზნესისთვის შემდეგი ცვლილებებია მოსალოდნელი: 1)მიკრობიზნესი, 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვით, მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან ( მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარემოვაჭრეები და სხვა ). სანაცვლოდ ისინი მეწარმე სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. ცვლილების მიზანი მიკრობიზნესის "გათეთრებაა". 2) მცირე ბიზნესი, წლიური ბრუნვით 30–დან 200 ათას ლარამდე, მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გადაიხდის. განაკვეთი 3% და 5% იქნება. 3%–ით დაბეგრავენ მცირე ბიზნესს, თუ ის ხარჯების 60%–ის დოკუმენტურად დადასტურებას შეძლებს. ამით მცირე ბიზნესს შემოსავლების გათეთრების მოტივაცია გაუჩნდება. ბრუნვის 3%–ს გადაიხდის მცირე ბიზნესი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქმიანობს და ზონის მფლობელი დარეგისტრირებულია,როგორც გადასახადის გადამხდელი. მიკრობიზნესის მქონე პირს საკონტროლო სალარო აპარატის ქონა არ ევალება. მას დარეგისტრირებასა და შესაბამის სერთიფიკატს მოსთხოვენ. გარდა ამისა, სპეციალური კანონქვემდებარე აქტით, მთავრობამ შესაძლოა გადასახადისა და შესაბამისად, სალარო აპარატის გამოყენებისგან გაათავისუფლოს რამდენიმე დარგში მომუშავე პირები, მაგალითად,რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და სხვა, რომელთა შემოსავლები დღეს ვერ აღირიცხება. წინასწარი ინფორმაციით, სერთიფიკატის აღებას მათაც მოსთხოვენ. მცირე მიზნესის წარმომადგენლებს კი, ბრუნვის დასათვლელად, საგადასახადო ჩეკების წარდგენას მოსთხოვენ,შესაბამისად,მათ სალარო აპარატით სარგებლობის ვალდებულება კვლავაც დარჩებათ. ვისაც სალარო აპარატის არქონის გამო წლის განმავლობაში სამჯერ დააჯარიმებენ, მცირე ბიზნესის სტატუსი მოეხსნება, ეს კი სპეციალური ანუ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმიდან გამოყვანის საფუძველი გახდება.

რატომ იქნება ახალი საგადასახადო კოდექსი "რევოლუციური" ?!

ახალ საგადასახადო კოდექსს,რომელიც ახალი წლიდან უნდა ამოქმედდეს,ბიზნესმა უკვე უწოდა "რევოლუციური".ფინანსთა სამინისტრომ კოდექსის 98% ხელახლა დაწერა და ზოგიერთი მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე, შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა.პრემიერ–მინისტრმა საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი ბიზნესმენებს დაურიგა,რათა გაეცნონ, თავიანთ ბუღალტრებს წააკითხონ და შენიშვნები ისევ მთავრობას მოახსენონ. ამის შემდეგ ის დასამტკიცებლად პარლამენტში შევა.პრემიერის თქმით იანვარს არ დაელოდებიან და კოდექსის ზოგიერთ მუხლს აგვისტოსა და სექტემბრამდე შეცვლიან. "მოქმედ კოდექსში უამრავი ცვლილება შედიოდა,მაგრამ ამას აზრი არ ქონდა,საჭირო იყო ფუნდამენტურად ახალი დოკუმენტი",–განაცხადა პრემიერმა გილაურმა ბიზნესმენებთან კოდექსის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაციისას.ბუნებრივია,სამუშაო ვარიანტში ცვლილებები შევა,მაგრამ ცნობილია ისიც,რაც აღარ შეიცვლება.

Thursday, July 1, 2010

ოჯახის ადვოკატი

თქვენი ოჯახის ადვოკატი უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინტერესების დაცვას და მაღალკვალიფიციური იურიდიული დახმარების აღმოჩენას 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი საფასურის გარეშე.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ხარისხის ფონდისგან ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა. ხარისხის ფონდმა 2010 წელს კომპანიაში სპეციალური კვლევა ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის განყოფილების შესწავლა მოხდა. თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. კომპანია, თბილისის ხარისხის ფონდის განცხადებით, კვალიფიციური პერსონალითა და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. თბილისის ხარისხის ფონდის დირექტორის – ბატონ გრიგოლ კუნჭულიას განცხადებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შეფასებისას გამოყენებულ იქნა მისტიური კლიენტის მეთოდი თავდაპირველად, შემდგომ როცა მათ მიიღეს მისტიური კლიენტისგან დადებითი შეფასებები, გადაწყვიტეს უკვე განყოფილებების და მიმართულებების შეფასება. "ჩვენი მიზანია თანამედროვე მსოფლიო დონის სტანდარტების დონეზე ავიყვანოთ ჩვენი დაწესებულება და ვაწარმოოთ ის ღონისძიებები, რაც საჭირო იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად" – განაცხადა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა ნიკოლოზ სააკაშვილმა.