Friday, March 25, 2011

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები





საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კვლავ თურქეთია.

საქსტატის ინფორმაციით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 183 მლნ აშშ დოლარია.

სავაჭრო პარტიორთა სამეულში მეორე ადგილზე - აზერბაიჯანი (116 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე -  უკრაინაა (110 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს. ავტომობილების ექსპორტმა 53 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 18%-ია. იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა 45 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე შავი ლითონების ჯართის ჯგუფმა გადაინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 26 მლნ აშშ დოლარი და შესაბამისად მთელი ექსპორტის 9% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 96 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11% შეადგინა.

No comments:

Post a Comment