10 მარტიდან „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად უძრავ ქონებაზე ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) წარმოშობისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე არის იურიდიული პირი და ეს ურთიერთობა ერთ წელზე მეტი ვადით გრძელდება.
ამ ცვლილების ამოქმდებამდე მხარეებს შორის ნებისმიერი ვადით დადებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი და სავალდებულო იყო.
სიახლეა ისიც, რომ ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) შეწყვეტის რეგისტრაცია გახდა უფასო. ამ ცვლილების ამოქმედებმდე რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენდა.
ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) წარმოშობის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ფიზიკურ პირებს შორის და მისი მოქმედების ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლებია. ფიზიკურ პირად ითვლება ინდ. მეწარმეც.
No comments:
Post a Comment