მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს თუ ის დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ყავს დაქირავებული პირები და მის მიერ წლის განმავლობაში ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს.
ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად მიმართონ საგადასახადო ორგანოს განცხადებით, რომელიც მათ მიანიჭებს მიკრო ბიზნესის სტატუსს.
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ მიღებული შემოსავლებზე გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი და შესაბამისად განთავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან.
დასაშვებია შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. მაგალითად ასეთი საქმიანობების სახეებს განეკუთვნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა:
1. ტანსაცმლის ქსოვა ხელით და მისი შემდგომი რეალიზაცია;
2. ჩურჩხელის ამოვლება და შემდგომი რეალიზაცია;
3. ნამცხვრების ცხობა და რეალიზაცია;
4. ტყლაპისა და ჩირის წარმოება და შემდგომი რეალიზაცია;
5. ხისა და თიხის მასალისაგან ხელით დამზადებული ნაკეთობების (მაგ: ქოთნები, კალათები და ა.შ.) წარმოება და რეალიზაცია;
6. საკუთარი ავტომობილით მომსახურების გაწევა და სხვა ანალოგიური საქმიანობა;
7. სხვა ანალოგიური სახის საქმიანობები, რომლის განხორციელება არ არის აკრძალული.
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს ეკრძალება შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს;
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
5. სათამაშო ბიზნესი;
6. ვაჭრობა.
შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვეას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.
No comments:
Post a Comment