Tuesday, March 29, 2011

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლიზინგის კანონმდებლობის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციასშორის გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრზე, რომელიც ლიზინგის მარეგულირებელი გარემოს დახვეწას დაეთმო, მონაწილეებმა ლიზინგის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს.  ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ლიზინგის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძირითადად სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსებს ეხება.

 შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ლიზინგის რეგულირების პრინციპულ საკითხებზე, რაც დაბეგვრის არსებულ სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ლიზინგის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, უფრო აქტიურ გამოყენებას. ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)  მიერ მოწვეულმა მსოფლიო დონის საერთაშორისო ექსპერტებმა ლიზინგის დარგში. ჩარჩო კანონმდებლობის პროექტის დასრულება ერთი თვის ვადაშია დაგეგმილი

Friday, March 25, 2011

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები





საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კვლავ თურქეთია.

საქსტატის ინფორმაციით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 183 მლნ აშშ დოლარია.

სავაჭრო პარტიორთა სამეულში მეორე ადგილზე - აზერბაიჯანი (116 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე -  უკრაინაა (110 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს. ავტომობილების ექსპორტმა 53 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 18%-ია. იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა 45 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე შავი ლითონების ჯართის ჯგუფმა გადაინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 26 მლნ აშშ დოლარი და შესაბამისად მთელი ექსპორტის 9% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 96 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11% შეადგინა.

Tuesday, March 22, 2011

ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი?!


მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს თუ ის დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არ ყავს დაქირავებული პირები და მის მიერ წლის განმავლობაში ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს.

ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად მიმართონ საგადასახადო ორგანოს განცხადებით, რომელიც მათ მიანიჭებს მიკრო ბიზნესის სტატუსს.

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ მიღებული შემოსავლებზე გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი და შესაბამისად განთავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან.

დასაშვებია შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება. მაგალითად ასეთი საქმიანობების სახეებს განეკუთვნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა:

1. ტანსაცმლის ქსოვა ხელით და მისი შემდგომი რეალიზაცია;
2. ჩურჩხელის ამოვლება და შემდგომი რეალიზაცია;
3. ნამცხვრების ცხობა და რეალიზაცია;
4. ტყლაპისა და ჩირის წარმოება და შემდგომი რეალიზაცია;
5. ხისა და თიხის მასალისაგან ხელით დამზადებული ნაკეთობების (მაგ: ქოთნები, კალათები და ა.შ.) წარმოება და რეალიზაცია;
6. საკუთარი ავტომობილით მომსახურების გაწევა და სხვა ანალოგიური საქმიანობა;
7. სხვა ანალოგიური სახის საქმიანობები, რომლის განხორციელება არ არის აკრძალული.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს ეკრძალება შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს;
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
5. სათამაშო ბიზნესი;
6. ვაჭრობა.

შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვეას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

Monday, March 21, 2011

ცვლილება კანონში უძრავი ქონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ


10 მარტიდანსაჯარო რეესტრის შესახებკანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად უძრავ ქონებაზე ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) წარმოშობისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულების ერთერთი მხარე არის იურიდიული პირი და ეს ურთიერთობა ერთ წელზე მეტი ვადით გრძელდება.

ამ ცვლილების ამოქმდებამდე მხარეებს შორის ნებისმიერი ვადით დადებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი და სავალდებულო იყო.

სიახლეა ისიც, რომ ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) შეწყვეტის რეგისტრაცია გახდა უფასო. ამ ცვლილების ამოქმედებმდე რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენდა.

ვალდებულებითი უფლებების (იჯარა, ქვეიჯარა, ქირავნობა, ქვექირავნობა, თხოვება, ლიზინგი) წარმოშობის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თუ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ფიზიკურ პირებს შორის და მისი მოქმედების ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლებია. ფიზიკურ პირად ითვლება ინდ. მეწარმეც.

Monday, March 7, 2011

ციხეებს ვადაზე ადრე 57 მსჯავრდებული დატოვებს

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 57 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა 300 განაცხადიდან 57 განიხილეს და 57-ვე დააკმაყოფილეს.

გათავისუფლებულები შესაბამის პროცედურების გავლის შემდეგ ციხეებს ორ-სამ დღეში დატოვებენ. გათავისუფლებულებს შორის არის ერთი არასწრულწლოვანი და ორი ქალი.