ბოლო პერიოდში საბანკო მიმართულებით ბევრი საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მაგრამ ერთი მათგანი სხვაზე უფრო საყურადღეობა აღმოჩნდა. ეროვნულ ბანკს იმ შემთხვევების განსაზღვრის უფლება ენიჭება, როდესაც ლარით ვაჭრობა სავალდებულო არ იქნება.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერეჯრობით არ დაუწყიათ. ამიტომაც ზუსტად არ არის გარკვეული ეროვნული ვალუტის შევიწროება რა დოზით მოხდება.
გარდა ამ ცვლილებებისა, ეროვნულ ბანკს სხვა კუთხითაც უფართოვდება უფლებები. მაგალითად, სებ-ს საფინანსო სექტორისგან რიგი ინფორმაციების, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის, გამოთხოვის უფლება ენიჭება.„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ახალი მუხლი ემატება.
კანონპროექტის თანახმად, ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისთვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ამას გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების განსახორციელებლად.
კომერციულ ბანკებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. ამჯერად შეზღუდვები ეხება აუდიტის საბჭოს წევრობას. დღევანდელი წესი ასეთია: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელშიც შედის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად თუ ის არ არის ბანკთან დაკავშირებული პირი. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აუდიტის კომიტეტი აუცილებლად დამოუკიდებელი წევრებისგან უნდა შედგებოდეს.
და ბოლოს საბანკო სივრცეში უპროცენტო საბანკო მოსმახურების ფორმა შემოდის. ამას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია
No comments:
Post a Comment