Monday, April 18, 2011

ლიზინგის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა დაწყებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ლიზინგის მარეგულირებელი გარემოს დახვეწას დაეთმო, მონაწილეებმა ლიზინგის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს. ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ლიზინგის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძირითადად სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსებს ეხება.

შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ლიზინგის რეგულირების პრინციპულ საკითხებზე, რაც დაბეგვრის არსებულ სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ლიზინგის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, უფრო აქტიურ გამოყენებას. ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიერ მოწვეულმა მსოფლიო დონის საერთაშორისო ექსპერტებმა ლიზინგის დარგში. ჩარჩო კანონმდებლობის პროექტის დასრულება ერთი თვის ვადაშია დაგეგმილი

No comments:

Post a Comment