Thursday, April 14, 2011

ბიზნესის რეგისტრაცია, 2011 (III)


 2011 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 23.4%-ით გაიზარდა და 4 644 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.1% სამეწარმეო სუბიექტია  (ინდივიდუალური მეწარმესოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1.9% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).

   ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი  (დეკემბერი 2010=100) 1.126 დონეზე დაფიქსირდა, ხოლო რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა.

  2011 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 23.6%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.2%-ით გაიზარდა.

 მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (3 326 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 71.6%)  და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 220 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 26.3%) სახით.


No comments:

Post a Comment