მთავრობა ბიზნეს სექტორს საგადასახადო შემოწმების კუთხით სიახლეს სთავაზობს, როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", კერძო სექტორთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კერძო სექტორს უფლება ექნება, შემოწმების მიზნით ლიცენზირებულ აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიებს მიმართოს.
აუდიტის მომსახურების შემთხვევაში, შემოწმება გადამხდელს შემოსავლების სამსახურში შემოწმებულ პერიოდად ჩაეთვლება. კერძო აუდიტორული ან საკონსულტაციო კომპანიის არჩევის შემთხვევაში, გადამხდელი თავისუფლდება აღმოჩენილი დარღვევის ჯარიმისგან.
რაც შეეხება აუდიტორულ კომპანიას, კერძო სექტორის შემოწმება შეეძლება აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია შემოსავლების სამსახურის მიერ ექნება მინიჭებული.
პრემიერის თქმით, ამ პროცესში რამდენიმე აუდიტორული კომპანია იქნება ჩართული და, შესაბამისად, იქნება კონკურენცია.
გილაურის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ჯერ მხოლოდ პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, 6 თვის შემდეგ კი, ყველა კერძო კომპანიას შეეძლება, ამ რეჟიმში შეამოწმოს საკუთარი კომპანია.