კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი პროდუქტის შექმნა – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი პროექტის მიზანია. ივლისიდან აჭარაში ჩამოსულ დამსვენებელს „სითი კარტის“, ფასდაკლების ბარათით სარგებლობა შეეძლება. ახალი ინიციატივა დეპარტამენტს პირველ ეტაპზე 170 ათასი ლარი დაუჯდება.
„სითი კარტის“ მომსახურებაში გაერთიანების შესაძლებლობა აქვს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც დამსვენებელზეა ორიენტირებული და ვინც მზად არის 10-15-პროცენტიანი ფასდაკლება შესთავაზოს კლიენტს. ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, სააგენტო, რომელიც ტურებს აწყობს, საჩუქრებისა თუ სუვენირების მაღაზია, რაოდენობა შეზღუდული არ არის“ – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა დიასამიძე.
ბარათს თან ახლავს ბუკლეტი, რომელშიც მომსახურების ჩამონათვალია. მასში მითითებულია ყველა ის ობიექტი, დასასვენებელი ადგილი და ტურისტული ღირსეშანიშნაობა, მუზეუმი, სადაზღვევო კომპანიაც კი, რომლებიც "სითი კარტის" სისტემაში თანამშრომლობს. ბარათის მფლობელები ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მისი ღირებულება 30-40 ლარი იქნება, სარგებლობის ვადა – 10 დღ
ტურისტს ბარათის შეძენა შეეძლება სარფის გამშვებ პუნქტთან, აეროპორტში, რკინიგზის სადგურსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. მასში მოცემულია როგორც იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ, ისე მათი ფასდაკლების პროცენტებიც.
"სითი კარტის" მომსახურებაში მინიმალური სადაზღვევო პაკეტიც შევა.
"სითი კარტი" მუნიციპალური სერვისია. დეპარტამენტის ხელმძღვანელის გათვლებით, პროექტი კომერციული არ არის და, შესაბამისად, არც მომგებიანია: "ეს არის პროექტი, რომლის მიზანია, კომერციული ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და აჭარის ტურისტულ სფეროში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა".
ბარათის გააქტიურება ივლისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

მშვენიერი საზაფხულო შეთავაზებაა დამსვენებლებისთვის :)
ReplyDeleteნოვაცია აუცილებელია და თან დროული. ფეხს ვუწყობთ ევროპას და არა მარტო.