იურიდიულ კომპანია "კონსულტანტში" გაერთიანებული არიან პროფესიონალი იურისტები და ეკონომისტები,რომელთა ცოდნა,მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის გამოძებნასა და მათ წარმატებით დასრულებას.
Thursday, February 17, 2011
სამწუხარო სტატისტიკა
პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა. ამის შესახებ WORLD PRISON POPULATION LIST-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სიაში შესულია ინფორმაცია მსოფლიოს 217 ქვეყნის შესახებ. აღნიშნული მონაცემებით, 2010 წლისთვის საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე 537 პატიმარი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა.
მთლიანად პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი აშშ აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი ჩინეთი და რუსეთი არიან.
პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი სურათის შესაქმნელად, სპეციალისტები ყოველ 100 ათას ადამიანზე პატიმართა რაოდენობას იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 100 ათას ადამიანზე 70-80, დანარჩენ სახელმწიფოებში კი 141 პატიმარი მოდის.
Wednesday, February 16, 2011
პირადი საგადასახადო აგენტი
,,პირადი საგადასახადო აგენტის" ცნება საგადასახადო სამსახურების ლექსიკონში 2010 წელს გამოჩნდა. პირველად ეს მოხდა მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის #96 დადგენილებით განსაზღვრული ,,სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის საფასურებსა და მათ მონაკვეთებში", რომელშიც ,,პირადი საგადასახადო აგენტის" მომსახურების მინიმალურ ვადად 6 თვე, ხოლო საფასური 2000 ლარი განისაზღვრა.
სიახლემ ასახვა 2010 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს საგადასახადო კოდექსშიც ჰპოვა. ახალ საგადასახადო კოდექსში კი, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მას 50-ე მუხლი უკავია:
,,1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით;
2. პირადი საგადასახადო აგენტი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას;
3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო აგენტს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით;
4. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი".
აღნიშნული სიახლე რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე მსგავს მომსახურებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და პრაქტიკა არ იცნობდა.
Subscribe to:
Posts (Atom)