იურიდიულ კომპანია "კონსულტანტში" გაერთიანებული არიან პროფესიონალი იურისტები და ეკონომისტები,რომელთა ცოდნა,მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის გამოძებნასა და მათ წარმატებით დასრულებას.
Tuesday, October 12, 2010
,,ბიზნეს ადვოკატი"
იურიდიული კომპანია ,,კონსულტანტი" მაღალკვალიფიციული სპეციალისტების მეშვეობით გთავაზობთ მომსახურებას, რომლის მიზანია საგადასახადო შემოწმების აქტებით და საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით თქვენთვის მიყენებული ფინანსური ზიანის მინიმუმამდე დაყვანა.
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი ჩაიტაროთ საგადასახადო შემოწმების წინმსწრები აუდიტი (შემოწმებისათვის მომზადება) და უფასოდ მიიღოთ საგადასახადო შემოწმების აქტის (შედეგების) სამართლებრივი შეფასება.
ჩვენი კომპანიის იურისტები და ფინანსისტები თქვენთვის შეადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას საგადასახადო შემოწმების შედეგების შეფასების მიზნით, მოამზადებენ საჩივარს, სარჩელს, შესაგებელს, განცხადებას და სხვა დოკუმენტებს ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში წარსადგენად, დაიცავენ თქვენს უფლებებს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში, იქნებიან თქვენი წარმომადგენლები სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში.
Subscribe to:
Posts (Atom)