იურიდიულ კომპანია "კონსულტანტში" გაერთიანებული არიან პროფესიონალი იურისტები და ეკონომისტები,რომელთა ცოდნა,მაღალი კვალიფიკაცია და ყოველი კონკრეტული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს.კომპანიის თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს იურიდიული საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზის გამოძებნასა და მათ წარმატებით დასრულებას.
Wednesday, September 22, 2010
ბიზნეს ადვოკატი
იურიდიული კომპანია "კონსულტანტი" მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით გთავაზობთ მომსახურებას, რომლის მიზანია საგადასახადო შემოწმების აქტებით და საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით თქვენთვის მიღებული ფინანსური ზიანის მინიმიზაცია.
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი ჩაიტაროთ საგადასახადო შემოწმების წინმსწრები აუდიტი (შემოწმებისათვის მომზადება) და უფასოდ მიიღოთ საგადასახადო შემოწმების აქტების (შედეგების) სამართლებრივი შეფასება.
ჩვენი კომპანიის იურისტები და ფინანსისტები თქვენთვის შეადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას საგადასახადო შემოწმების შედეგების შეფასების მიზნით, მოამზადებენ საჩივარს, სარჩელს, შესაგებელს, განცხადებას და სხვა დოკუმენტებს ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად, დაიცავენ თქვენს უფლებებს საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში, იქნებიან თქვენი წარმომადგენლები სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში.
Subscribe to:
Posts (Atom)